კაბალი:“ იუვენტუსში გადმოსვლა ჩემთვის ცონების ახდენაა“
იუვენტუსის ახალწვეულმა ხუან კაბალმა ტურინულ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩემს იუვენტუსში გადმოსვლას კოლუმბიაში ყველა ზეიმობს, ეს როგორც ჩემთვის, ასევე თითოეული კოლუმბიელისთვის მნიშვნელოვაია. მე ვარ კიდევ ერთი მაგალითი ბავშვებისთვის, რომ დაუღალავი შრომა დაგიფასდება და ოცნება აგიხდება.
„მოტა ? მე მას უკვე ვესაუბრე, ის ძალიან კარგი ადამიანია. ტიაგო დიდებული ფეხბურთელი იყო და მინდა, რომ მე მასზე კარგი ფეხბურთელი გავხდე, რაშიც ის დამეხმარება.
„ჩემი კუმირი ? რონალდუ, რამოსი, კანავარო, მე ბევრი საფეხბურთო კუმირი მყავს.
„ჩემი მიზნები იუვენტუსში ? პირველ რიგში გუნდში ადგილის დამკვიდრება და სათამაშო დორის მიღებაა, შემდეგ კი გუნდთან ერთად ყველა ტიტულის მოგება მსურს.
„საყვარელი პოზიცია ? მე შემიძლია როგორც ცენტრში, ასევე დაცვის ფლანგზე თამაში. ვარ სწრაფი და კარგი ბიჭი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.“