არა მხოლოდ მოტა, იუვეში მომავალი არც ჯუნტოლის და სკანავინოს აქვთ გარანტირებული…
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის რიგების დატოვება არა მხოლოდ ტიაგო მოტას, არამედ კრისტიანო ჯუნტოლისა და მაურიციო სკანავინოს ემუქრებათ.
Tuttosport-ის ცნობით, თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, ტიაგო მოტას წასვლა გარდაუვალი იქნება, მათ გარდა კი გუნდის მფლობელები სკანავინო-ჯუნტოლის დუეტის სიტუაციასაც განიხილავენ.
იუვენტუსმა შემადგენლობის გაძლიერებაზე 250 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს და გუნდის ხელმძღვანელობას როგორც თამაშის სტილის, ასევე შედეგების მხრივ გაცილებით მეტი მოლოდინები ჰქონდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საგზური კვლავ უმნიშვნელოვანეს მიზნად რჩება.