TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯუნტოლის მომავალი ჩემპიონთა ლიგის საგზურზე იქნება დამოკიდებული

გამოცემა Libero-ს ინფორმაციით, ჯონ ელკანი გუნდიდან კრისტიანო ჯუნტოლის გაშვებას სერიოზულად განიხილავს.

ჯუნტოლიმ გუნდში მისვლის შემდეგ იუვენტუსის ფინანსური სიტუაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თუმცა სპორტული თვალსაზრისით სიტუაცია არც თუ ისე კარგად არის.

იტალიის თასზე, სუპერ თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი შედეგების შემდეგ, იუვენტუსის ერთადერთი სამიზნე სეზონის ოთხეულში დასრულებაა და გამოცემის ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, ჯონ ელკანი სავარაუდოდ კრისტიანო ჯუნტოლისაც გაუშვებს.

50 views
error: დაცული კონტენტი !