ჯუნტოლის დარჩენის შემთხვევაში, იუვენტუსს გასპერინი ჩაიბარებდა
იგორ ტუდორი გასულ ზაფხულს იუვენტუსის პირველი არჩევანი არ ყოფილა. მის ჩანაცვლებას ჯერ კრისტიანო ჯუნტოლი, შემდეგ კი დამიენ კომოლი ცდილობდა.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ჯან პიერო გასპერინისთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებდა და მასთან შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, თუმცა იუვენტუსმა ჯუნტოლის გაშვება გადაწყვიტა, კომოლისა და გასპერინის შორის კი შეთანხმება ვერ მოხერხდა.
წყაროს ცნობით, უახლოეს საათებში კომოლი ლუჩიანო სპალეტის პირადად შეხვდება და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტურინულ გრანდს ოფიციალურად ჩაიბარებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
