TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლიმ პორტუსთან კონსეისაუს თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

Calciomercato-ს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი პორტუსთან ფრანცისკუ კონსეისაუს თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს პორტუგალიელი ფეხბურთელის გამოსყიდვა დაახლოებით 15-20 მილიონი ევროს სანაცვლოდ სურს.

თუ პორტუმ ამ წინადადებაზე უარი თქვა და მის კონტრაქტში მითითებული 30 მილიონის გადახდა მოითხოვა, ბიანკონერი გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს, კონსეისაუს შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღებს.