TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯუნტოლი:“ ტუდორის მომავალი ? ჩვენ გადაწყვეტილებას საკლუბო მუნდიალის შემდეგ მივიღებთ“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ პარმასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის მატჩის ლინკები იხილეთ ჩვენს Telegram-ზე.

„ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ? ჩვენ ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია, რომლის მისაღწევად თითოეულ მატჩში მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ. წინ რთული მატჩი გველოდება და ახლა მთელი ჩვენი კონცენტრაცია სწორედ ამ შეხვედრაზეა გადატანილი.

„ტუდორი ? ჩვენ ამ თემაზე პრეზენტაციაზეც ვისაუბრეთ, მწვრთნელის თაობაზე გადაწყვეტილებას საკლუბო მუნდიალის შემდეგ მივიღებთ. ჩვენ იგორის მუშაობით კმაყოფილები ვართ.

„ითამაშებენ თუ არა იჯარით მყოფი ფეხბურთელები საკლუბო მუნდიალზე ? ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და გვსურს, ჩემპიონატს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები გუნდებთან პოზიტიური იქნება და საერთო ენას გამოვნახავთ.“

46 views
error: დაცული კონტენტი !