TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის პირველ რიგში სულე-კიეზას დუეტიდან ერთ-ერთის გაყიდვა სურს, რის შემდეგაც მანჩესტერთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

ალბანეზეს თქმით, იუვენტუსის გეგმა უცვლელია: ინგლისელი ფეხბურთელის იჯარით გაფორმება, მისი შემდგომში 30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პერსონალური და გუნდური მიზნების მიღწევის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.