TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი მოტას:“ მრცხვენია, რომ არჩევანი შენზე გავაკეთე“

იუვენტუსიდან ტიაგო მოტას წასვლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა და იტალიური მედიის ცნობით, მოტასა და კრისტიანო ჯუნტოლის დამშვიდობება არც თუ ისე პოზიტიური გახლდათ.

IlBianconero-ს ცნობით, ჯუნტოლი მოტას ამ სიტყვებით დაემშვიდობა:

„მრცხვენია, რომ იუვენტუსის დონის გუნდში არჩევანი შენზე გავაკეთე.“

ტიაგო მოტამ იუვენტუსის სათავეში 42 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 18 გამარჯვება მოიპოვა. მისი გუნდი საშუალოდ თამაშში 1.67 ქულას აგროვებდა, რაც გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.

error: დაცული კონტენტი !