TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ მოტას გაშვება არ განიხილება“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ Sky Sport-თან გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„როგორც ტიაგო მოტამ გუშინდელი მატჩის შემდეგ თქვა, იუვენტუსისგან ასეთი თამაში მიუღებელია. დღეს გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა, ჩვენ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა და ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მოტა ? ჩვენ გვჯერა, რომ ზაფხულში დაწყებული პროექტი წარმატებული იქნება და მომავალში უამრავ გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ტიაგოს მომავალი არც კი განიხილება. ჩვენ გუშინდელი მატჩის გამო ძალიან ვწუხვართ, მაგრამ პროექტისადმი ნდობასა და რწმენას არ ვკარგავთ.

„ჩვენ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, გუნდმა შემადგენლობის გაძლიერებაში დიდი ინვესტიცია განახორციელა და გვჯერა, რომ ისინი მოლოდინებს აუცილებლად გაამართლებენ.“

error: დაცული კონტენტი !