ჯუნტოლი:“ მოტას დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილება საჭირო იყო“
იგორ ტუდორის ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ კრისტიანო ჯუნტოლიმ და ხორვატმა სპეციალისტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
პრეს-კონფერენცია კრისტიანო ჯუნტოლიმ გახსნა:
„პირველ რიგში, მინდა ტიაგო მოტასა და მის სტაფს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის და მონდომებისთვის მადლობა გადავუხადო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კვლავ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მჯერა, რომ მას წინ დიდი მომავალი აქვს.
„სანაკრებო პაუზის დროს ჩვენ სიტუაცია და შედეგები შევაფასეთ და მივედით დასვკნამდე, რომ ახლა ცვლილება საჭირო იყო. ტუდორი ჩვენი პრიორიტეტი გახლდათ, რადგან მას აქვს ტექნიკური და პერსონალური თვისებები იმისთვის, რომ ამ რთულ მომენტში გუნდი ჩაიბაროს.
„იგორი ჩვენთან სეზონის ბოლომდე დარჩება, ის გუნდს უხელმძღვანელებს საკლუბო მუნდიალზეც, შემდეგ კი მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ.“
იგორ ტუდორის კომენტარს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.