TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი ლილის 2 ფეხბურთელს დააკვირდება

უდინეზესთან მატჩის შემდეგ, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ლილის წინააღმდეგ შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა.

ტურინული გრანდი ფრანგულ გუნდს 6 ნოემბერს ესტუმრება და შტუტგარტთან განცდილი მარცხის შემდეგ, ტურნირზე მე-3 გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი გუნდთან ერთად გაემგზავრება და ლილის ორ ფეხბურთელს: ჯონათან დევიდსა და ედონ ჟეგროვას დააკვირდება.

დევიდის მიმართ იუვეს ინტერესი ახალი არავისთვის არის, კანადელი ფორვარდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმება ბიანკონერის უფასოდ შეეძლება.

კოსოვოელს რაც შეეხება, 25 წლის ვინგერი ლილის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის აქტივში 15 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ფეხბურთელის კონტრაქტი ლილთან 2026 წელს იწურება, ამიტომ ზაფხულში ლილს მისი გაყიდვა მოუწევს.

error: დაცული კონტენტი !