TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი კონსეისაუს გამოსყიდვაზე მუშაობას შეუდგა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და პორტუს შორის ფრანცისკო კონსეისაუს საბოლოო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

პორტუგალიელი ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, მისი გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს ზაფხულში 30 მილიონ ევროდ შეუძლია, თუმცა ბიანკონერის პორტუსთან საერთო ენის გამონახვა და ახალგაზრდა ტალანტის გაცილებით ნაკლებ თანხად შენარჩნება სურს.

კრისტიანო ჯუნტოლი კონსეისაუს შენარჩუნებას 15-20 მილიონი ევროს ფარგლებში ეცდება და არ არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა პორტუში იჯარით გაშვებული ტიაგუ ჯალო გამოიყენოს.