ჯუნტოლი:“ ჩვენ კოლო მუანის შენარჩუნება გვინდა“
იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ პსვ-სთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, ამ დაპირისპირებაში წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
„კოლო მუანი ? ის იუვენტუსში ძალიან ბედნიერია, ჩვენ პსჟ-სთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და გვჯერა, რომ მათთან საერთო ენას გამოვნახავთ, ჩვენ კოლოს შენარჩუნება გვინდა.
„ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, იუვენტუსი სწორ გზას ადგას, რომელიც გუნდს პოზიტიურ ფინანსურ და სპორტულ შედეგებამდე მიიყვანს.“