კრისტიანო ჯუნტოლი იუვენტუსს არ დატოვებს
DAZN-ის ჟურნალისტის ორაციო აკომანდოს ინფორმაციით, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კრისტიანო ჯუნტოლი იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, ჯუნტოლი და მისი გუნდი სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება და მისი გაშვება არც კი განიხილება.
რთული სეზონის მიუხედავად, კრისტიანოს ჯონ ელკანის სრული მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ის მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან არსებული ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსის პროექტზე მუშაობას გააგრძელებს.

 
                 
                 
                