TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ იანვარში გუნდის გაძლიერებას ვეცდებით, ლუისის ტრავმა ?…“

კრისტიანო ჯუნტოლიმ შტუტგარტთან მატჩის წინ ჟურნალისტების კითხებს უპასუხა.

„დუგლას ლუისის ტრავმა ? მან კუნთის მცირე ტკივილი იგრძნო, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით მისი სკამზე დატოვება გადაწყდა. სერიოზული არაფერია, ხეფრენი კი გუნდის დასახმარებლად მზად არის.

„კარგი სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე ? ჩვენ სეზონის პოზიტიური სტარტის გამო ბედნიერები ვართ. ჩვენ დაბალანსებული და ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის სავსე და განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ პოზიტიური სვლის გაგრძელება გვინდა და იმედი მაქვს, დღეს გამარჯვებას შევძლებთ.

„პერინი ? ჩვენ მის კონტრაქტზე ვმუშაობთ და მატიას კიდევ 2 წლით შენარჩნება გვინდა. პერინი შესანიშნავი კიპერი და პროფესიონალია, მისი სიყვარული გუნდის მიმართ გამოსარჩევია და მან ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.

„კონსეისაუ ? ჩვენ მისი თამაშით კმაყოფილები ვართ და შესაბამის ნაბიჯშ გადავდგამთ მაშინ, როდესაც ამის დრო იქნება.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ ვიცით, რომ დაცვაში გაძლიერება გვჭირდება. ვნახოთ, იქნება თუ არა იანვარში შესაბამისი შესაძლებლობა.“