TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯუნტოლი:“ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, სატრანსფერო ფანჯრა ?…“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ვენეციასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს, ჩვენ იუვენტუსი ვართ, ამიტომ როგორც ყოველთვის, მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გავალთ.

„ეს რთული სეზონი გამოდგა, თუმცა დღეს უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა გვაქვს და ეს ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

„სატრანსფერო ფანჯარა ? იუვენტუსს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და კონკრეტული პოზიციების გაძლიერებით ჩვენ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვეძლება.

„მწვრთნელი ? როგორც უკვე ვთქვი, ტუდორი გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ.

„კოსტიჩი და რუგანი მსოფლიო ჩემპიონატზე ? ჩვენ ამ თემაზე აიაქსთან და ფენერბაჰჩესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ასევე ვსაუბრობთ ჩელსისთან და პსჟ-სთან ვეიგასა და კოლო მუანის თაობაზე და გვინდა, ისინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის შევინარჩუნოთ.“

55 views
error: დაცული კონტენტი !