TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი გალენოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და პორტუს ვინგერის გალენოს აგენტს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, ჯუნტოლის პირველ რიგში ბრაზილიელ ვინგერთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება უნდა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უშუალოდ პორტუსთან დაიწყება.

პორტუგალიელები ამ მომენტისთვის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 35 მილიონ ევროს ითხოვენ, მაგრამ მის 30 მილიონად გაშვებაზე უარს არ იტყვიან.