TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ ჩვენ თავგადსავლის დასაწყისში ვართ“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ნაპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ნაპოლი ძალიან ძლიერი გუნდია, ბევრი მათგანი უკვე წლებია ერთად თამაშობენ და ერთმანეთს კარგად იცნობენ, ზაფხულში კი პარტენოპეი კიდევ უფრო გაძლიერდა და უმაღლესი დონის ფეხბურთელები გაიფორმა.

„ჩვენი სატრანსფერო ფანჯარა მეტად პერსპექტივაზე იყო გათვლილი, ჩვენ მოვიყვანეთ ახალგაზრდა მწვრთნელი, შევცვალეთ თამაშის სტილი და გუნდის სტრუქტურა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას არ ვაპირებთ.

„ეს ახალი პროექტია, ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ და განვითარებას ვაგრძელებთ. ვიცით, თუ რას ნიშნავს იუვენტუსი და გვინდა, გუნდის ისტორიის შესაბამის დონეზე უმოკლეს დროში დავბრუნდეთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.“