TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯუნტოლი:“ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებაა“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მომავლის იუვენტუსის აშენება ? დიახ, ჩვენ ეს პროცესი უკვე დავიწყეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიზნისკენ მივიწევთ. ბოლო 2 წელიწადში გუნდი საგრძნობლად შეიცვალა, იუვენტუსს ახლა გაცილებით ახალგაზრდული და პერსპექტიული შემადგენლობა ჰყავს, ახლა კი ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და ზაფხულშ კიდევ უფრო გაძლიერებაა.

„ტუდორი ? მან გუნდს თავისი ხელი პირველივე დღეს დაატყო. მე ტუდორი რკინის სერჟანტი მეგონა, თუმცა ის ძალიან ფრთხილი, გაწონასწორებული, ჭკვიანი აღმოჩნდა, ტუდორის მენტალიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„კოპმეიენრსი ? სამწუხაროდ, მას ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. ტეუნს თავისი შესაძლებლობების დამტკიცება მოუწევს, თუმცა მე მის ხარისხში ეჭვი არასოდეს შემპარვია და ვიცი, ის იუვენტუსის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

„გუშინდელი გამარჯვება ? ჩვენ ამის გამო ბედნიერები ვართ, მაგრამ ახლა მომდევნო და უმნიშვნელოვანეს მატჩზე უნდა ვიფიქროთ. გუნდი ძალიან მოტივირებულია, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გვინდა და გვსურს, მომდევნო სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.“

78 views
error: დაცული კონტენტი !