TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ ბრემერი დიდი დანაკლისია, პოგბა ?…“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კალიარისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ბრემერის სიტუაცია ? ჩვენ მისი ტრავმის გამო ძალიან ვწუხვართ, გლეისონი დიდებული ფეხბურთელი და ადამიანია, ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება.

„მწვრთნელს ამ ეტაპზე მისი შეცვლა სხვა ფეხბურთელებით მოუწევს, იანვარში კი ვნახოთ, იქნება თუ არა გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა.

„ვლაჰოვიჩი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ჩვენ მის აგენტთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ და მომავალს პოზიტიურად ვუყურებთ.

„მაკკენი ? ჩვენ მისი კონტრაქტის გამო გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა საერთო ჯამში ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ და ამის გამო ბედნიერები ვართ.

„პოგბა ? ჩვენ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. პოლი დიდებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ მას ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია. ამ მომენტისთვის CAS-ის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ.“