TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი ატალანტას პრეზიდენტს პირადად შეხვდება

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ატალანტას პრეზიდენტს ანტონიო პერკასის უახლოეს დღეებში პირადად შეხვდება და ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე პირველ ოფიცაილურ წინადადებას წარუდგენს.

მოსალოდნელია, რომ იუვენტუსის პირველი წინადადება ბონუსების ჩათვლით 47-48 მილიონი ევრო იქნება, ბერგამოელებს კი მინიმუმ 55 მილიონი ევროს მიღების იმედი აქვთ.

ლა დეამ იუვენტუსს კოპმეიენრსის გასაფორმებლად დრო მომდევნო კვირის ბოლომდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლა დეა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარს იტყვის, რადგან მისი შემცვლელის გასაფორმებლად ბერგამოელებს დრო აღარ დარჩებათ.