TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი არ ჩერდება, შემდეგი მიზანი სანჩოა

იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს აქტიურობას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის მომდევნო დღეებში კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელება სურს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ (დეტალები იხილეთ აქ), იუვენტუსს ჯეიდონ სანჩოს გაფორმება სურს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის სანჩოს ტრანსფერში იუვენტუსი კოკვეთილი ფავირიტია და მხარეები ინგლისელის იჯარის თაობაზე მანჩესტერის საბოლოო მწვანე შუქს ელოდებიან, რის შემდეგაც სანჩო იუვენტუსის რიგებს შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობით.