კობოლი ჯილი:“ იუვენტუსის ფეხბურთელებმა სპალეტის მუშაობა წყალში გადაყარეს“
იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ გუნდის ფეხბურთელები გააკრიტიკა.
„ლუჩიანო სპალეტიმ იუვენტუსში მისვლის დღიდან ძალიან კარგად იმუშავა. შეუძლებელია იმის არდანახვა, რომ გუნდი პროგრესირებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოედანზე ფეხბურთელები გადიან.
„მათ ფიორენტინასთან მატჩში მენტალიტეტი, მონდომება და გამარჯვების სურვილი აკლდათ. მწვრთნელმა გუნდი შესაძლოა იდეალურად მოამზადოს, მაგრამ თუ ფეხბურთელები 100 პროცენტით არ დაიხარჯნენ, შედეგის მიღწევა ძნელია.
„აშკარაა, რომ იუვენტუსის ხელმძღვანელობაში დიდი პრობლემებია. სპალეტი არა ელკანთან, არამედ გუნდის გენერალურ დირექტორთან და პრეზიდენტთან უნდა საუბრობდეს, მაგრამ ახლა იუვენტუსის ირერარქია სრულიად გაუგებარი და არეულია, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც ელკანმა უნდა მოაგვაროს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
