TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯენტილე:“ ეს ჯერჯერობით ტიაგო მოტას იუვე არ არის“

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის კლაუდიო ჯენტილეს აზრით, ტურინულ გრანდს გაცილებით მეტი შეუძლია და ტიაგო მოტას გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს.

„იუვენტუსში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, გუნდში ახალი მწვრთნელი და ბევრი ახალი ფეხბურთელია, მათ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ.

„ბიანკონერიმ კარგი მატჩები ჩაატარა, მაგრამ ეს ჯერ ტიაგო მოტას იუვე არ არის, რადგან მისი იდეებისა და ფილოსოფიის საბოლოოდ დანერგვისთვის მწვრთნელს მინიმუმ 2-3 თვე დასჭირდება.

„ვფიქრობ, იუვენტუსის რეალურ ძალასა და პოტენციალს დაალხოებით 10-11 ტურისთვის ვნახავთ, იმ დროისთვის თითოეულ ფეხბურთელს ეცოდინება, თუ რას მოითხოვს მისგან მწვრთნელი.“