TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯენოა პერინის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, ჯენოა იუვენტუსის კიპერის მატია პერინის ტრანსფერზე მუშაობას უკვე შეუდგა.

წყაროს ცნობით, გენუური გუნდის წარმომადგენლებმა იტალიელ კიპერთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს, თუმცა ამ მომენტისთვის იანვარში პერინის გუნდიდან წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია.

სპალეტი მატიას ენდობა, ის საკმაოდ ბევრ სათამაშო დროს იღებს და იუვენტუსი გასახდელში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვას იანვარში არ აპირებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !