ჯენოა NextGen-ის კაპიტანის ტრანსფერით ინტერესდება
Sky Sport-ის ინფორმაციით, ჯენოა იუვენტუსის ფეხბურთელის ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
21 წლის ბოსნიელი გასულ სეზონში იუვენტუსის NextGen-ის კაპიტანი გახლდათ, ახლა კი ძირითად გუნდთან ერთად გერმანიაში იმყოფება და სეზონისთვის მზადებას ტიაგო მოტასთან ერთად აგრძელებს.
წყაროს ცნობით, გენუელებს ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურთ, მისი შემდგომში 5-6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.