TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯენოა – იუვენტუსი შესაძლოა გადაიდოს

ჯენოა – იუვენტუსის მატჩი, რომელიც თბილისის დროით 8 საათზეა ჩანიშნული, შესაძლოა გადაიდოს.

ამის მიზეზი VAR-ის ოთახში გაჩენილი ხანძარია, რამაც ტექნოლოგიის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია და ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა შეხვედრა გეგმის მიხედვით.

მატჩის ტრანსლაციის ლინკები ტრადიციულად დაიდება ჩვენს Telegram-ზე.