ჟეგროვამ იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ლილის ვინგერმა ედონ ჟეგროვამ იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.
წყაროს ცნობით, მარსელი 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კოსოვოელის მიმართ ინტერესი იუვენტუსმა გამოთქვა, ჟეგროვას პრიორიტეტი კარიერის ტურინში გაგრძელება გახდა.
იუვემ ფეხბურთელს ცოტა დრო სთხოვა, რომ ნიკო გონსალესი გაყიდოს და მიღებული თანხით მისი გაფორმება ცადოს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
