TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჟეგროვამ დასვენებაზე უარი თქვა და კონტინასაზე მუშაობას აგრძელებს

სანაკრებო პაუზის ფონზე, იგორ ტუდორმა ტურინში დარჩენილ ფეხბურთელებს 4-დღიანი უქმეები მისცა, თუმცა გუნდის ახალწვეულმა ედინ ჟეგროვამ დასვენებაზე უარი თქვა და კონტინასაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

კოსოვოელ ფეხბურთელს იანვარში საზარდულის ქრონიკული ტკივილის გამო ოპერაციის გაკეთება მოუწია, რის გამოც მას გასული თვეები გაუცდა, თუმცა ახლა ჟეგროვა სრულ მზადყოფნაშია და გუნდის დასახმარებლად მზად არის.

ჟეგროვა ინტერთან მატჩში გუნდის განაცხადში იქნება და დიდი ალბათობით მატჩში სკამიდან ჩაერთვება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !