TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჟეგროვამ შესაძლოა ლილთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს და იუვეს იჯარით შეუერთდეს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ედონ ჟეგროვას გაფორმების იმედს არ კარგავს.

იუვენტუსს ჟეგროვას სანაცვლოდ მოთხოვნილი 15-20 მილიონის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ნიკო გონსალესი გუნდს დატოვებს, თუმცა ბიანკონერი ალტერნატიულ გზებსაც სწავლობს.

წყაროს ინფორმაციით, ჟეგროვამ, ვისი კონტრაქტიც ლილთან სეზონის ბოლოს იწურება, ფრანგებთან შესაძლოა ხელშეკრულება 1 წლით გაახანგრძლივოს, რაც იუვენტუსს მისი იჯარით გაფორმების საშუალებას მისცემს, შემდგომში კოსოვოელის გამოსყიდვის ვალდებულებით.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

251 views
error: დაცული კონტენტი !