ჟეგროვა:“ იუვენტუსის მაისურს უდიდესი პატივით ვატარებ“
იუვენტუსის ახალწვეულმა ედონ ჟეგროვამ ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
ტრანსფერის დეტალები იხილეთ აქ.
„აქ ყოფნა ჩემთვის ოცნების ახდენაა, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დაუვიწყარი მომენტია, მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ დიდებული მაისურის ტარების საშუალება მაქვს.
„იუვენტუსის მაისურს ყოველთვის პატივით ვატარებ და ვეცდები, გუნდსა და თანაგუნდელებს ჩემი მაქსიმუმი მივცე.
„საყვარელი პოზიცია ? თავს კომფორტულად ყველაზე მეტად მარჯვენა ფლანგზე ვგრძნობ, მიყვარს გოლების გატანა, საგოლე გადაცემების გაკეთება და გუნდის დახმარება.
„ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ჩემს ახალ თანაგუნდელებს და მათთან ერთად ტიტულებისთვის ბრძოლას შევუდგები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)