TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჟეგროვა:“ აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი და სიამოვნებაა“

დამიენ კომოლის შემდეგ (იხილეთ აქ), გამართულ პრეს-კონფერენციაზე ედინ ჟეგროვამ ისაუბრა.

„მე იუვენტუსში ყოფნის გამო ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. აქ გატარებული პირველი დღეები ძალიან პოზიტიურია, მე ყველა შესანიშნავად დამხვდა.

„ჩემი ოცნება ყოველთვის ევროპის გამორჩეულ გრანდში თამაში იყო და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ამიხდა.

„დევიდი ? ჯონათანს კარგად ვიცნობ, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, როგორც ჩემი სხვა თანაგუნდელები.

„ფიზიკური კონდიცია ? მე გასულ თვეებში გარკვეული პრობლემები მქონდა, თუმცა ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, სრული დატვირთვით ვარჯიში განვაახლე და ძალიან მალე სრულ მზადყოფნაში ვიქნები.

„ჩვენი ამბიციები ? ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და თითოეულ მატჩში მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გავალთ, საბოლოო შედეგებზე კი სეზონის ბოლოს ვისაუბროთ.

„იუვე ? როდესაც იუვენტუსის წინააღმდეგ თამაშის საშუალება მქონდა, ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი შესაძლებლობა იყო, ჩვენი შესაძლებლობები წარმოგვეჩინა, თუმცა ჩემი ცხოვრების ის თავი დასრულდა, ახლა მე იუვენტუსის წევრი ვარ, რის გამოც ძალიან ვამაყობ და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ მოედანზე გასვლას.

„ალბანეთის პრეზიდენტის მოლოცვა ? ის არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ მინისტრი და იუვენტუსის დიდი ქომაგია, ის ჩემი ტურინში გადმოსვლის გამო უბედნიერესი იყო. ის ძალიან დამეხმარა, როდესაც ალბანეთის პასპორტის აღების საშუალება მომცა. მე მას იუვენტუსის მაისურს აუცილებლად გავუგზავნი.

„მოლაპარაკებები იუვესა და ლილს შორის ? როდესაც პირველად კომოლისა და კიელინის ვესაუბრე ძალიან ბედნიერი ვიყავი. როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩემთვის ოცნების ახდენა იყო და პირველივე წამსვე ვიცოდი, რომ კარიერის იუვენტუსში გაგრძელება მსურდა.

„იუვე-ინტერი ? მწვრთნელს ამ თემაზე უკვე ვესაუბრე, მე ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მივიღებ, მაგრამ გუნდს მთელი გულით ვუქომაგებ.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !