TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯალოს რომაში ტრანსფერი ჩაიშალა

ტიაგუ ჯალოს რომაში ტრანსფერი ჩაიშალა და პორტუგალიელი მცველი მიმდინარე სეზონში ტიაგო მოტას გუნდის წევრი იქნება.

რომა და იუვე ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის თაობაზე შეთანხმდნენ, მისი შემდგომში 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით. ჯალო რომშიც კი ჩავიდა, მაგრამ ჯალოროსიმ მისი გაფორმება გადაიფიქრა და პორტუგალიელი ტურინში დაბრუნდა.

კოსტიჩისა და არტურისგან განსხვავებით, ვინებიც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედიან, ჯალო გუნდის განაცხადში დაბრუნდება და იუვენტუსის განაცხადში მოხვდება.