TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯალომ იუვენტუსის დატოვება ითხოვა

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ტიაგუ ჯალომ იუვენტუსის ხელმძღვანელობას გუნდის დატოვების თხოვნით მიმართა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას გუნდის მნიშვნელოვან წევრად არ მოიაზრება, ჯალოს კი მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამიტომ მან იუვენტუსის დატოვება გადაწყვიტა.

ჯალოს მიმართ ინტერესს რამდენიმე გუნდი, მათ შორის პორტუ იჩენს და არ არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა ფეხბურთელის გამოყენება გალენოს ან კონსეისაუს ტრანსფერებში სცადოს.

26 views
error: დაცული კონტენტი !