TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯაკობელი:“ ასეთი სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, იუვენტუსის ქომაგები ტიტულისთვის ბრძოლას ითხოვენ“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხავიერ ჯაკობელიმ მიმდინარე სეზონში ტურინული გრანდის ამბიციებზე ისაუბრა.

„იუვენტუსმა სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა მომევნო მატჩებში ჩვენ ტიაგო მოტას გუნდის ნამდვილ ძალას დავინახავთ. მათ ჯერ ემპოლისთან რთული გასვლა ელოდებათ, შემდეგ კი პსვ-სთან და ნაპოლისთან უმნიშვნელოვანესი მატჩები.

„იუვენტუსს ძალიან კარგი სატრანსფერო ფანჯრა ჰქონდა, ახალ ფეხბურთელებში ტეუნ კოპმეიენრსს გამოვარჩევდი, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელი და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ამდენი ხარისხიანი ფეხბურთელის გაფორმების შემდეგ, იუვენტუსის ქომაგები გუნდისგან ტიტულისთვის ბრძოლას ელოდებიან და ამის სრული უფლება აქვთ.“