TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯაკობელი:“ ილდისმა დაამტკიცა, რომ გუნდის ლიდერობისთვის მზად არის“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხავიერ ჯაკობელიმ პსვ-სთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.

„ეს იუვენტუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ემპოლისთან ცუდი მატჩის შემდეგ, ტიაგო მოტას და მის გუნდს თავისი ამბიციურობა და ხარისხი უნდა ეჩვენებინათ და მათ ამის გაკეთება შეძლეს.

„აღნიშვნის ღირსია ილდისი, მან დაამტკიცა, რომ მოედანზე გუნდის ლიდერობა და სხვაობის შექმნა შეუძლია. ალეგრიმ მას დებიუტის შესაძლებლობა დეკემბერში მისცა, 1 წელზე ნაკლებ დროში კი ის იუვენტუსის ათიანი გახდა და დელ პიეროს რეკორდი მოხსნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის 10-ნომრიანი მაისურის ტვირთს არ უშინდება.

„ნაპოლისთან მატჩი ? ეს ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა მწვრთნელებს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი ახალ იუვენტუსს ქმნის, მეორემ კი გუნდთან ერთად დიდებული ისტორია დაწერა.“