იუვე გონსალესის სანაცვლოდ საერთო ჯამში 33 მილიონს მიიღებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი ნიკო გონსალესის სანაცვლოდ საერთო ჯამში 33 მილიონს გამოიმუშავებს.
არგენტინელი ფეხბურთელი ატლეტიკოს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
ნიკო უახლოეს საათებში ესპანეთში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან 5-წლიან (1+4) კონტრაქტს გააფორმებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                