TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი დევიდის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის ტრანსფერზე გააქტიურდა.

25 წლის კანადელი შემტევი რამდენიმე დღეში თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი.

დევიდის ტრანსფერზე რამდენიმე გუნდი, მათ შორის ნაპოლი და ინტერი მუშაობენ, დი მარციოს თქმით კი მათ სიას იუვენტუსიც შეუერთდა და კანადელი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები განაახლა.

41 views
error: დაცული კონტენტი !