იუვენტუსში კალაფიორის ხილვის შანსი მცირდება…
რიკარდო კალაფიორი იუვენტუსში ტიაგო მოტას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა იტალიელი ფეხბურთელის ბიანკონერის რიგებში ხილვის შანსი სულ უფრო მცირდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ჩელსის შემდეგ, კალაფიორის თაობაზე ინფორმაცია ტოტენჰემმა გამოითხოვა, იუვენტუსს კი ლონდონურ გუნდებთან ფინანსურ ასპექტში კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.
კალაფიორის პრიორიტეტი კვლავ იუვენტუსში თამაშია, თუმცა ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ მოთხოვნილ 40-45 მილიონს ვერ გადაიხდის, ინგლისელებს კი ამ თანხის დაფარვის პრობლემა არ ექნებათ.