TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსში ერთადერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელი ილდისია

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად იგეგმება და შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის რიგებში ერთადერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელი კენან ილდისია, მისი გაყიდვა არანაირი თანხის სანაცვლოდ არც კი განიხილება.

გამოცემის ინფორმაციით, კამბიაზო, კალულუ, კონსეისაუ და სხვები ფუნდამენტალური ფეხბურთელები არიან, მაგრამ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას ლუჩიანო სპალეტი მიიღებს, რომელიმე მათგანის გაყიდვით მიღებული თანხა კი სრულიად სატრანსფერო ბიუჯეტს შეავსებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !