იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის მოლაპარაკებები გრძელდება
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება და საბოლოო შეთანხმებისთვის მხარეებს გარკვეული დრო კიდევ დასჭირდებათ.
იუვენტუსი და ვლაჰოვიჩი 2-წლიან კონტრაქტზე მუშაობენ, პრობლემა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 8 მილიონია, იუვენტუსი კი 6-7 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
არსებული უთანხმოების მიუხედავად, მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილები და სავარაუდოდ მომდევნო კვირებში საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
