იუვენტუსსა და ტოდიბოს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია
იუვენტუსი ჟან-ჯლერ ტოდიბოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფრანგ კიპერთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
ნიკოლო სკირას ცნობით, მხარეები 5-წლიანი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის გასამრჯელო 2.2 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.
მოლაპარაკებები გრძელდება ნიცასთანაც, ფრანგები ფეხბურთელის გაშვებას 30-32 მილიონი ევროს ფარგლებში გეგმავენ.