TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და სულეს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს

გასულ საათებში იტალიურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ იუვენტუსსა და მატიას სულეს შორის რომაში ტრანსფერის საკითხის გამო გარკვეული დაპირისპირება იყო, თუმცა მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

წყაროს ცნობით, თუ რომამ იუვენტუსის მოთხოვნილი 30-35 მილიონის გადახდაზე უარი თქვა და არგენტინელმა ინგლისური გუნდები უარით გაისტუმრა, სულე იუვენტუსში დარჩება და ტიაგო მოტას გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება.

იუვენტუსი სულეს თაობაზე დათმობაზე წასვლას არც კი განიხილავს და მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონის შემცირებას არ აპირებს.