TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და მაისურს ახალ მთავარ სპონსორს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა

იუვენტუსსა და კომპანია ItaAirways-ს შორის (დეტალები იხილეთ აქ), რომელიც ბიანკონერის მაისურის ახალი მთავარი სპონსორი უნდა გამხდარიყო, მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ItaAirways-ი 2020 წელს გაკოტრებული კომპანია Alitalia-ს შემდეგ შეიქმნა და ის ამ მომენტისთვის სახელმწიფოს საკუთრებაშია.

იტალიური წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსსა და ItaAirways-ს წარმომადგენლებს შორის კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული იყო, რასაც ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა მწვანე შუქი აუნთო, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება იტალიის პრემეირ მინისტრმა ჯორჯია მელონიმ დაბლოკა, რის გამოც იუვენტუსმა შესაძლოა სერიოზული ფინანსური ზარალი მიიღოს.

error: დაცული კონტენტი !