TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და სპალეტის შორის შეხვედრა დასრულდა

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დამიენ კომოლისა და ლუჩიანო სპალეტის შორის შეხვედრა დასრულდა.

წყაროს ცნობით, მხარეებმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას კომოლი მიიღებს.

ფრანგი სპეციალისტი არჩევანს სპალეტისა და პალადინოს შორის გააკეთებს. ლუჩიანო 3-წლიან (1+2 ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში) ითხოვს, ხოლო პალადინო მზად არის, გუნდი სეზონის ბოლომდე ჩაიბაროს და ახალ კონტრაქტზე ზაფხულში მოლაპარაკებები გამართოს.

მოსალოდნელია, რომ კომოლი გადაწყვეტილებას უახლოეს 48 საათში მიიღებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

208 views
error: დაცული კონტენტი !