TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და სპალეტის შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსმა ლუჩიანო სპალეტისთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

წყაროს ცნობით, სპალეტი ბიანკონერის ჩაბარებას დათანხმდა და არც მისი ხელფასი იქნება პრობლემა, თუმცა მთავარი საკითხი კონტრაქტის ხანგრძლივობაა.

სპალეტის იუვენტუსის ჩაბარება მინიმუმ მომდევნო სეზონის ბოლომდე სურს, ტურინული გრანდი კი ამ მომენტისთვის მას ხელშეკრულებას ზაფხულამდე თავაზობს, შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით.

თუ სპალეტისთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, იუვენტუსი რობერტო მანჩინისა და რაფაელე პალადინოსთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

226 views
error: დაცული კონტენტი !