იუვენტუსსა და სპალეტის შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მოლაპარაკებები იუვენტუსსა და ლუჩიანო სპალეტის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე პოზიტიურად ვითარდება.
წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და მისთვის ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება სურს.
იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არც სპალეტი გახლავთ, თუმცა მას რამდენიმე წინაპირობა აქვს, მათ შორის ერთ-ერთი კენან ილდისის შენარჩუნებაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
