იუვენტუსსა და სენესის აგენტს შორის მორიგი საუბარი შედგა
იუვენტუსი დღეს მარკოს სენესის აგენტს კიდევ ერთხელ ესაუბრა.
ტურინული გრანდი არგენტინელი მცველის უფასოდ გაფორმებას ცდილობს და მასთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება უახლოეს კვირებში უნდა.
იუვენტუსი 28 წლის მცველს 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 3 მილიონს სთავაზობს. მის მიმართ ინტერესს არაერთი გრანდი, მათ შორის ბარსელონა იჩენს.
Tuttosport-ის ცნობით, სენესი გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს, ის იმ გუნდს აირჩევს, რომელსაც ყველაზე ამბიციური მიზნები და პროექტი აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
