იუვენტუსსა და პორტუს შორის კონსეისაუს თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
იუვენტუსმა ფრანცისკუ კონსეისაუს გამოსყიდვაზე მუშაობა დაიწყო და პორტუსთან მოლაპარაკებები დაიწყო.
ტურინულ გრანდს პორტუგალიელი ტალანტის გამოსყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლის მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს შემცირება სურს.
SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი კონსეისაუს ტრანსფერში პორტუში იჯარით მოასპარეზე ტიაგუ ჯალოს ჩართვა და ამით დაახლოებით 9-10 მილიონი ევროს დაზოგვა უნდა.
