TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და ოსიმენის აგენტს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

იტალიური გამოცემა SportItalia-ს ჟურნალისტის ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ვიქტორ ოსიმენის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის ნიგერიელი ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებს და ის სეზონის ბოლოს ბიანკონერის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

ოსიმენს ჯუნტოლისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ამიტომ მასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება რთული არ იქნება, თუმცა პრობლემა აურელიო დე ლაურენტისის პოზიციაა, ვისთან საერთო ენის გამოანხვაც იუვენტუსისთვის მარტივი არ იქნება.

27 views
error: დაცული კონტენტი !